LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადგილი, რომელიც თავგადასავლების შეგრძნებებს დაგიბრუნებს… ქართველებისთვის სტუმარი ღვთის საჩუქარია” – Bloomberg საქართველოს შესახებ 

57
bloomberg

„საქართველო – ადგილი, რომელიც თავგადასავლების შეგრძნებებს დაგიბრუნებს“ – ამ სათაურით Bloomberg მკითხველს საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ კულინარიასა და ღვინოს აცნობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„მოგზაურები ახალ მიმართულებებს ეძებენ, ევროპის უკვე კარგად გათელილი ტურისტული მარშრუტების მიღმა, საქართველო ვიზიტორებს თავგადასავლებს სთავაზობს, რომელიც მთელი წელი გრძელდება. რთულია კარგი ამბები უხმაუროდ დატოვო. 2013-19 წლებში საქართველოში ტურისტების რიცხვი 66%-ით გაიზარდა. პანდემიამდე საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 9.3 მილიონს მიაღწია. საქართველოს მოსახლეობა კი დაახლოებით 3.7 მილიონია. საქართველოს მიმართულებებით პირდაპირი ავიარეისი 53 ქალაქიდან სრულდება.

ზოგიერთ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდამ ტურისტული ლოკაციების გადატვირთვა გამოიწვია. ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ვენეცია, ამსტერდამი და ბარსელონა ტურისტებით გადავსებულია, ამ მხრივ საქართველო შედარებით აღმოუჩენელი ქვეყანაა.

Bloomberg-ის ბოლო კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 61% ახალი ტურისტული მიმართულების მონახულებას გეგმავს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ახალ თავგადასავალს ეძებს, სურს გაეცნოს ახალ კულტურასა და სამზარეულოს. 50%-ს კი ბუნებასთან სიახლოვე სურს.

საქართველო საუკეთესო მიმართულებაა დააკმაყოფილოს ეს სასურველი მოთხოვნები. ქვეყნის სტუმართმოყვარეობის დიდი კულტურიდან გამომდინარე მოგზაურები თბილ დახვედრას ელიან. ქართველებისთვის სტუმარი ღვთის საჩუქარია“, – წერს Bloomberg.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სტატიაში დეტალურად აღწერილია საქართველოს ბუნება, იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლები, საზღვაო და სამთო კურორტები, კერძები და ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორია.

ამის გარდა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედია პლატფორმა Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს იღებს. კამპანიის ფარგლებში სამი სტატია მზადდება, რომელიც სოციალურ ქსელებში განთავსება (Facebook, Twitter, Instagram).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები