LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილი, სადაც თინეიჯერს შეუძლია დასაქმდეს დისტანციურად და საათში 10 დოლარამდე გამოიმუშაოს

102
დაეუფლე მოთხოვნად პროფესიებს, მოემზადე მაღალანაზღაურებადი სამსახურისთვის-05
  • ჯერ ისევ სკოლაში სწავლობ?

  • აბიტურიენტი ხარ და ეძებ პროფესიას?

  • უკვე მიიღე გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა გამოხვიდე?

  • იარსებებს შენს მიერ არჩეული პროფესია უმაღლესის დამთავრების შემდეგ?

ტექნოლოგიუერი და ინდუსტრიული პროგრესის ერაში, დღითიდღე იცვლება ყველა სფერო და მათი არსებობის პრინციპები.  ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მიმართულება, რომელიც საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად, მარკეტინგისა და სარეკლამო ინდუსტრიაა. დღეს ინტერნეტი ადგილია, სადაც თინეიჯერს შეუძლია საათში 10 დოლარამდე გამოიმუშაოს, უამრავი ბიზნესი ასაქმებს მათ, ვინც ასრულებს მარტივ დიზაინერულ სამუშაოს, როგორიცაა: მისალოცი და ბიზნეს ბარათების დიზაინი, ელ. ფოსტის, ან სხვა დოკუმენტების ვიზუალიზაცია, სარეკლამო ბანერების, კომპანიის ლოგოს და ბრენდბუქის დიზაინი.

თუ თქვენ გაქვთ სურვილი შეისწავლოთ კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი, აქციოთ თქვენი ფანტაზია და იდეები ვირტუალურრეალობაში გაცოცხლებულ მაკეტებად, შექმნათ თვალისმომჭრელი სარეკლამო ბანერები და დასაქმდეთ ფრილანსერ დიზაინერად, მაშინ შემოგვიერთდით და არ დაელოდოთ სკოლის დამთავრებას!

ადრეული ასაკიდან სკოლის პარალელურად პროფესიის დაუფლება არათუ ხელს შეუშლის თქვენს განვითარებას, არამედ პირიქით შეიტანს თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს. და დაგეხმარებათ მომავლის პროფესიების დაუფლებაში, რომელიც გამოგადგებათ ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა გადაწყვიტოთ მომავალში კარიერული ზრდა-განვითარება.

დღეს ინტერნეტი ადგილია, სადაც თინეიჯერს შეუძლია დასაქმდეს დისტანციურად და საათში 10 დოლარამდე გამოიმუშაოს, პროგრამისტის პროფესია კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადია.

  • მზად ხარ დაიწყო ვებგვერდების და ვებაპლიკაციების შექმნა?
  • მოახდინო შენი იდეების სტარტაპებად რეალიზება?
  • შექმნა კომპიუტერული თამაშები?

მაშინ რას უყურებ? შემოგვიერთდი და არ დაელოდო სკოლის დამთავრებას!

გახსოვდეს, მომავალში პროგრამირების ენის ცოდნა ისეთივე აუცილებელი იქნება, როგორიც დღეს წერა-კითხვაა. IT აკადემია STEP გასწავლის ინოვაციურ მეთოდებს, ანალიზის გაკეთებას, პროგრამული არქიტექტურის შექმნას, კონცენტრირებას და გამოგიმუშავებს გამძლეობას, სხვა სიტყვებით – გასწავლის პროგრამირებას და გაქცევს წარმატებულ პროგრამისტად.

ადრეული ასაკიდან სკოლის პარალელურად პროფესიის დაუფლება არათუ ხელს შეუშლის შენს განვითარებას, არამედ პირიქით, შეიტანს შენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს და დაგეხმარება მომავლის პროფესიების დაუფლებაში, რომელიც გამოგადგება ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა გადაწყვიტო  მომავალში კარიერული ზრდა-განვითარება.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები