LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში, მედიის ყველა სექტორში დაძაბულობა მატულობს“ – ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებს აქვეყნებენ

59
MainImage

„20212020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს შორის პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდა მძაფრი დაპირისპირება ქართულ მედიაში, რომელიც საარჩევნო გარემოში ყოველთვის შეიმჩნეოდა,“- ამის შესახებ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგის წინასწარი შედეგებშია ნათქვამი.

შედეგების მიხედვით, ის მედია საშუალებებიც კი, რომლებიც შარშან საარჩევნო პროცესის შედარებით დაბალანსებულ გაშუქებას სთავაზობდნენ საზოგადოებას, წელს პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევიან. 

ამავე მონიტორინგის შედეგების თანახმად, რადიოარხებზე ნარჩუნდება დადებითი ტენდენცია, რომელიც პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვას ეხება.

ჟურნალისტები სიძულვილის ენას არ იყენებენ, ეთერში არ ისმის სექსისტური, ჰომოფობიური, რომელიმე გენდერული ნიშნის მიმართ სიძულვილის ან
საფრთხის შემცველი განცხადებები და არც ხმით / მუსიკით მანიპულირების შემთხვევები ფიქსირდება.

ორგანიზაციების შეფასებით, ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესების და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში (2021 წლის ივლისი-სექტემბერი), პოლარიზება განსაკუთრებით მძაფრი იყო ეროვნულ მედიაში, თუმცა ნაწილობრივ, რეგიონულ და ადგილობრივ მედიაზეც ვრცელდებოდა.

 

პოპულალურები