LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების ინსპექტირება სავალდებულო გახდება

20180223181517

2019 წლის 1-ელი ივლისიდან GMP-ის ნაციონალურ ინსპექტორებს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების შემოწმების უფლებამოსილება ექნებათ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სეგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ინსპექტირების გავლა მომავალი წლიდან ნებაყოფლობითი იქნება, 2020 წლიდან კი სავალდებულო გახდება. ამასთან, GMP-ს 5 ნაციონალურ ინსპექტორს უფლებამოსილება ექნება, გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები და მწარმოებლებს GMP-ის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიანიჭონ.

„საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მხოლოდ ნაწილობრივ ხორციელდებოდა. კერძოდ, ხორციელდებოდა მისი ლაბორატორიული და არჩევით კონტროლი, ხოლო წარმოების ფაზა რეალურად, საერთაშორისო სტანდარტებთან არ ფასდებოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა და საერთაშორისო სტანდარტი, რომლის აბრევიატურა არის GMP, ანუ კარგი წარმოების პრაქტიკა, დაგვენერგა ადგილობრივ წარმოებაში, რაც შესაძლებელი გახდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. დღეს უკვე გვყავს მომზადებული ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ინსპექტირების ჩატარება“, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ კომპანიები, რომლებიც ინსპექტირებას 2019 წელს არ გაივლიან, 2020 წლიდან, როდესაც აღნიშნული პროცედურა სავალდებულო გახდება, ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები