LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილზე მიტანის სერვისით რაჭაშიც ისარგებლებენ – ონში კომპანია „ონო“ შეიქმნა

669
ipiccy-image

რაჭაშა, კერძოდ ონში საკურიერო კომპანია „ონო” შეიქმნა, რომელიც ამჟამად, ქალაქ ონს და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება.

კომპანიამ ფუნქციონირება 3 ივნისიდან დაიწყო და მომხმარებელს ონის რაიონში არსებული ყველა იმ ობიექტის სერვისს სთავაზობს, რომელსაც ისინი მოითხოვენ: ეს იქნება კაფე-ბარი, მარკეტი, თუ აფთიაქი.

აღსანიშნავია, რომ მიტანის სერვისის ღირებულება 3-დან 9 ლარამდე მერყეობს. კომპანია სამომავლოდ გაფართოებასა და ამბროლაურის რაიონში შესვლას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები