LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: „ინტერმედია“ კი არ აინტერესებს ვინმეს, ზეწოლაა იმ ადამიანებზე, ვინც „რუსთავი 2“ ამ დრომდე მოიტანა

268
1526479943

„რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორის, თითქმის 5 საათიანი გამოკითხვა დასრულდა. საქმე ეხება „რუსთავი 2-სა” და „ინტერმედიას“ შორის თანამშრომლობის და ფინანსური ოპერაციების დეტალებს. დამენია ტელეკომპანიაში ფინანსურ სამსახურს 2015 წელს ხელმძღვანელობდა.

მისი თქმით, გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი
დამენია აღნიშნავს, რომ ის მოწმის სახით დაკითხეს და კითხვები სწორედ კომპანიაში მისი დირექტორობის პერიოდში განხორციელებულ შემოსავლებს ეხებოდა.

ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ზოგადი კითხვები იყო შემოსავლებთან დაკავშირებით. თვითონ მიზანი რა აქვთ, არ ვიცი, ამას ვერ მოგახსენებთ, ფაქტია, საუბარი არის სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებზე,” – განაცხადა კახა დამენიამ.

ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, რადგან სხვა შემთხვევაში საზოგადოებისთვის ნათელი გახდებოდა, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.

“დღეს შაბათია და ნახეთ, რამდენ ხანს გაგრძელდა გამოკითხვა. ეს იმ დროს, როცა გავრილოვის ღამის დანაშაულთა გამოძიება ისევ პროკურატურაში მიმდინარეობს, მაგრამ ერთ კაცსაც არ კითხავენ.აქ ვინმეს რეკლამა და „ინტერმედია“ კი არ აინტერესებს, აქ არის ინტერესი, რომ იყოს ზეწოლა იმ ადამიანებზე, ვინც „რუსთავი 2“ ამ დრომდე მოიტანა” – ამბობს ბასილაია

მისივე თქმით, კახა დამენიას მისამართით გამოძიების კითხვები შეეხებოდა ისეთ ფინანსურ საკითხებს, რომლებიც რეალურად კითხვებს არ საჭიროებს.

გამოძიება ისეთ კითხვას ვერ სვამს, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ხომ არ იდგა ამის უკან. უბრალოდ ისმება კითხვები – ეს ხელშეკრულება, რატომ გაფორმდა; ამაზე პასუხია, რომ „ინტერმედია“ იყო ყველაზე ეფექტური კომპანია. შემდეგ მოდის კითხვა, რატომ დაფიქსირდა ეს ღირებულება, რაც ხელშეკრულებაშია; ამაზე პასუხი მკაფიოა და განპირობებულია სხვადასხვა ფინანსური ფაქტორით, რისკებით და ა.შ. შემდეგი კითხვაა – რატომ არის განსხვავებები სხვადასხვა წლის შემოსავლებთან დაკავშირებით; ამასთანაც პასუხია კურსთა შორის სხვაობა და ა.შ. რასაც ჩვენ ვუყურებთ ეს არ არის სამართლებრივი მოტივაციით განპირობებული. ეს არის ცალსახად შეკვეთილი საქმე ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიერ“, – განაცხადა ბექა ბასილაიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები