LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: თურქმა მედიკოსებმა სააკაშვილის დიაგნოზი დაადასტურეს – ველოდებით 3 ამერიკელ ექსპერტს და სასამართლოს სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მივმართავთ

114
შალვა ხაჭაპურიძე და მიშა

„მომავალ კვირას საქართველოში ამერიკელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ჩამოვლენ“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამის შემდეგ, ყველა აქამდე დადებული სამედიცინო დასკვნისა და ექსპერტების შეფასებებს შეაჯამებენ და საზოგადოებას გააცნობენ.

გარდა ამისა, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა თურქმა მედიკოსებმაც შეაფასეს, რომელთა რეკომენდაციებსაც სააკაშვილის უფლებადამცველები უახლოეს დღეებში ელოდებიან.

„თურქეთში საკონსულტაციო ვიზიტით ვიყავი. იქაურ ექიმთა კონსილიუმს შევხვდი და მათ სააკაშვილის ავადმყოფობის ის ნაწილი გავაცანი, რომელიც გასტროენტეოროლოგიას უკავშირდება.

მედიკოსებმა ყველა ის დიაგნოზი დაადასტურეს, რომელიც სააკაშვილს საქართველოში დაუსვეს, დასკვნას უახლოეს პერიოდში ველოდებით“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა ასევე გვითხრა, რომ მომდევნო კვირაში, დამატებით კიდევ 3 ამერიკელი ექსპერტი ჩამოვა, რომელიც საბოლოო დასკვნით ეტაპზე თავიანთ შეფასებებს დადებენ.

„ამერიკელი ექსპერტები მომდევნო კვირას ჩამოვლენ და აღნიშნულით. ექსპერტების ჩამოსვლა დასრულდება. როცა ექსპერტები საექსპერტო კვლევას დაასრულებენ, დაახლოებით, ერთ კვირაში გაიცემა.“ – გვითხრა შალვა ხაჭაპურიძემ.

უფლებადამცველის ცნობით, აღნიშნული დასკვნის მიღების შემდეგ, ადვოკატები სასამართლოს სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მიმართავენ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები