საქართველოს საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები საფრანგეთში იმ ქალაქებში იქნებიან წარმოდგენილები, სადაც საქართველოდან პირდაპირი რეისები არსებობს,- ამის შესახებ დღეს საქართველოსა და საფრანგეთის შს მინისტრების პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

გიორგი გახარიას თქმით, ეს ღონისძიება პრევენციის მიზნით იქნება გატარებული.

„უვიზო მიმოსვლა საქართველოს ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი მიღწევაა. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს კოლეგებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითრებისთვის ამ მიღწევის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, ეს მიღწევა არც ერთ შემთხვევაში არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა ჩვენი მხრიდან გარკვეულ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ასეთი ნაბიჯები გადავგდით ჩვენით დამოუკიდებლად.

საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში წარმოდგენილები, ასევე ქართული საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან საფრანგეთში, იმ ქალაქებში, სადაც იქნება პირდაპირი ფრენები. იმისთვის, რომ ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში. ძირითადი ნაწილი აქ არის პრევენციაზე მუშაობა,“ -აცხადებს შს მინისტრი.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05