LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტში მუყაოს „სასტუმრო“ გაიხსნა – მიზეზი კორონავირუსია (ფოტოები)

239
In this April 8, 2020 photo provided by Naohiro Katsuta, people wait their test results for the coronavirus at temporary beds made with cardboard boxes at Narita International Airport in Narita, near Tokyo. Cardboard boxes are being readied at Tokyo's Narita international airport for quarantine as arriving people wait for test results for the coronavirus. Shotaro Tajima, a Japanese Health Ministry official in the contagious diseases section, said people are now at nearby hotels and have not had to stay in the boxes. If cases grow, people may need to wait longer for test results, which usually come back within several hours. Japan is requiring tests for people who fly in from dozens of nations, including the U.S., China and Italy. (Naohiro Katsuta via AP)

იაპონიაში, ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტში ე.წ მუყაოს სასტუმრო გაიხსნა. მიზეზი, ცხადია, კორონავირუსია. როგორც „ფორბსი“ იუწყება, ყველა მგზავრი, რომელიც იაპონიაში უცხო ქვეყნიდან დაბრუნდება, ვალდებული იქნება 1-2 ღამე სწორედ ამ მუყაოს სასტუმროში გაატაროს. მუყაოს ყუთები აეროპორტის მოფრენის დარბაზშია განთავსებული. ყოველ „ნომერში“ მუყაოს საწოლის გარდა, ტრადიციული იაპონური ფუტონის ლეიბი, საბანი და ბალიშია მოთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოს აეროპორტში მსგავსი “სასტუმრო” იაპონიის მთავრობის მოთხოვნის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ჩასულმა ყველა ადამიანმა COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირება უნდა გაიაროს. შედეგები ცნობილი 1-2 დღის შემდეგ ხდება. ლოდინი შესაძლებელია საკუთარ სახლშიც, თუმცა ამისთვის სახლამდე მხოლოდ საკუთარი ავტომობილით უნდა გადაადგილდე – საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ტაქსით მგზავრობა იკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები