LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტში შემოწმება იყო ისეთი როგორიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ყოფილა და მეამაყება ჩვენი ქვეყანა – ანიტა რაჭველიშვილი

7378
BeFunky-collage - 2020-03-16T223638.894

ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოში დაბრუნებას ცდილობს სოციალურ ქსელში წერს, რომ უკვე ჩამოვიდა.

“უკვე სახლში ვართ და ძალიან ბედნიერები ვართ რომ სამშობლოში დაბრუნება მოვახერხეთ. აეროპორტში შემოწმება იყო ისეთი როგორიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ყოფილა და მეამაყება რომ ჩვენი ქვეყანა ასე სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს! გულდასმით ამოწმებდნენ ყველას! ექიმები, აეროპორტის თანამშრომლები და მესაზღვრეები, ყველა ვინც იქ მუშაობდა იყო უკიდურესად გადაღლილი და მაინც არ იშურებდნენ ძალ-ღონეს რომ მაქსიმალურად გაეკონტროლებინათ სიტუაცია. უზარმაზარი რიგი იყო და ამ რიგში ბევრი ადამიანი ვინც ამ სიტუაციას არ აღიქვამდა სერიოზულად და ლანძღავდა ამ საოცარ თავდადებულ ხალხს!

ამ მომენტში მეტი ადამიანობა უნდა გამოვიჩინოთ და ყველას შრომა დავაფასოთ ისე როგორც არასდროს!
თვითიზოლაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ რეგულაციის დარღვევა არის დაუშვებელი!
ადამიანები ვინც ამ სიტუაციაში ცდილობენ მაქსიმალური პროფესიონალიზმით გაუმკლავდნენ ყველაფერს ჩემთვის არიან გმირები!

ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში Teona Jorbenadze-ს რომელმაც გვიპატრონა ბოლომდე და გვერდში გვედგა. Nikoloz Rachveli რომელიც ასევე ზრუნავდა ჩვენს სახლში დაბრუნებაზე.
უდიდესი მადლობა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ამირან გამყრელიძეს და მის პასუხისმგებლიან თანამშრომლებს ნინო მამუკაშვილს და გვანცა გასვიანს!

ძალიან დიდი მადლობა ყველას მოქალაქეობრივი ვალის შესრულებისთვის ,პროფესიონალიზმისთვის და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობისთვის.
თავს გაუფრთხილდით მეგობრებო და ჯანმრთელობას გისურვებთ!”,- წერს ანიტა რაჭველიშვილი.

ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში დაბრუნებას ცდილობს. გუშინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამშობლოში დაბრუნების იმედით 3 სხვადასხვა ფრენა აიღო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები