LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება და სროლა: ქაბულში მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა

100

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, შიიტური მეჩეთის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ქაბულის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალ-ზაჰრას მეჩეთზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.

სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილზე პოლიციელები იმყოფებიან.

თავდასხმა რამადანის წმინდა დღესასწაულის დროს მოხდა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ თავდამსხმელი მეჩეთში შესვლას ცდილობდა, თუმცა არ შეუშვეს. ცნობილია ისიც, რომ აფეთქების შემდეგ სროლის ხმაც იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები