LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება საცხოვრებელ ბინაში –  დაშავებულია სამი ადამიანი

285
photo_2019-05-31_20-10-08

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა.შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა კომპანია  „ყაზტრანსგაზ – თბილისმა,“ რომელშიც აღნიშნულია, რომ მიზეზი სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.

„აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 საათზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო, ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებმაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი”, – აცხადებენ კომპანიაში.

„ყაზტრანსგაზ – თბილისი“ მოუწოდებს მოსახლეობას, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და უყურადღებოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები