LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აფხაზეთი არასოდეს გაცვლის თავის დამოუკიდებლობას არანაირ ფულზე“ – ოღონდ აქ რუსეთი არ იგულისხმება

324
Российско-абхазская-граница

აფხაზეთი თავის დამოუკიდებლობას ფულზე რომ არ გაცვლიდა ეს გამონათქვამი აფხაზეთის ე.წ. საბაჟოს სამსახურის ყოფილ უფროსს ასლან კობახიას ეკუთვნის, თუმცა ალბათ საკუთარი ნათქვამის თავადაც არ ჯერა. გასული წელს მისი ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა  „Эхо Кавказа“-ში, სადაც მან ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყნის წინსვლასა და წარმატებებზე ისაუბრა და დიდი რუსეთის როლის ხსენება არც ერთ აბზაცზე არ დავიწყებია. ფულსა და მოგებაზე დამოუკიდებლობის გაცვლაში რუსეთი არ იგულისხმებოდა. მთავარი პარტნიორი – რუსეთის და მისი მოქალაქეებისთვის ამ რეგიონში ყველა კარი ღიაა. უფრო სწორედ  ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მთავარი ჭიშკარი (საზღვარი რუსეთთან) მუდამ ღიაა და საკმაოდ ფართოდ. ამავე ინტერვიუში კობახია აცხადებს, რომ  ყველამ უნდა იცოდეს საკუთარ ტერიტორიაზე ჩვენ არ დაუშვებთ არც ერთი ქვეყნის მაკონტროლებელ ორგანოს, ეს არ მოხდებაო  და აქაც რუსეთი არ უგულისხმია. ერთი ე.წ. საზღვარი ქონდათ და ისიც მოსაჩვენებლად. რუსი ტურისტი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც თვითონ ყვება, რომ საზღვარზე პასპორტიც კი არ მოუთხოვიათ.

     

კეთილმეზობლური ურთიერთობები მათ შორის დღითიდღე  „მყარდება“.  რუსეთი და აფხაზეთი საბაჟო დეკლარაციას  რომ აუქმებენ და პეტერბურგში გაფორმებული ხელშეკრულება რომ შეიცვალა, ეს უკვე არავის არ უკვირს. ფორმალური მხარე აფხაზეთის მხარემ უკვე მოაგვარა, რამდენიმე დეტალიღა დარჩა მხოლოდ. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს «Парламентская газета»-ზე დაყრდნობით. მათივე განმარტებით, რუსეთი და აფხაზეთი გააუქმებენ საბაჟო დეკლარაციას ნავთობპროდუქტების მიწოდებისთვის და დოკუმენტი ძალაში სასწრაფოდ უნდა შევიდეს, რათა 2019 წლის ბოლომდე მოესწროს გეგმის შესრულება. ახალი სავაჭრო რეჟიმის თანახმად, რუსეთიდან აფხაზეთში ნავთობპროდუქტების მიწოდებას განახორციელდებს რუსული კანონით დადგენილი პერიოდული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების გარეშე.

 

„დღეს კანონებს არავინ არ ასრულებს. უფრო მეტიც, ხელისუფლება თავად წარმოაჩენს კანონების მიმართ უპატივცემულობას და ამის გამო სამართალწესრიგიც არ არსებობს. და იქ, სადაც არ არსებობს სამართალწესრიგი, სადაც არ არსებობს სტაბილურობა, ეკონომიკა ვერ განვითარდება.“ –  ამბობდა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი  ასლან ბჟანია ორი წლის წინ, თუმცა თემას აქტუალურობა დღესაც რომ არ დაუკარგავს, ეს საბაჟო დეკლარაციის მაგალითზეც კი ადვილი მისახვედრია.

 

რატომ გარბიან აფხაზეთიდან ტურისტები და რას უყვება ფორტუნას სოხუმელი ჟურნალისტი (ექსკლუზივი)

 

„ე.წ. აფხაზეთის რეგიონის ეკონომიკის განვითარების პროცესზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ისეთი მთავარი გარე ფაქტორი, როგორიცაა დამოკიდებულება რუსეთთან. უკანასკნელი წარმოადგენს აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის მთავრობის მთავარ სტრატეგიულ, გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პარტნიორს. რუსული რუბლის გამოყენება აფხაზეთის ტერიტორიაზე, როგორც გადახდის ოფიციალური საშუალება, კიდევ უფრო აძლიერებს აფახაზეთის ე.წ. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ორიენტაციას და ზოგადად რეგიონის მიბმას რუსეთზე“, – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო.

 

ლიკა შამათავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები