LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთი საქართველოს სტალინმა შეუერთა – დამახინჯებული სიუჟეტი და წერილი გერმანულ ტელეარხს (ვიდეო)

496
ss

საქართველოს საელჩომ გერმანულ ტელეარხს აფხაზეთზე დამახინჯებული სიუჟეტის გამო წერილი გაუგზავნა.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოახდინა შესაბამისი რეაგირება 21 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ სიუჟეტთან „აფხაზეთი – თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე“ დაკავშირებით. ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო, ოფიციალური წერილი გაეგზავნა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და რეპორტაჟის ავტორს. წერილში მითითებული იქნა, რომ სიუჟეტში დამახინჯებულია ისტორიული ფაქტები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთში – არსებული ვითარება არაა სათანადოდ წარმოჩენილი. საქართველოს საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალყურს გერმანულ მედიაში საქართველოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს შესაბამის ზომებს.

საელჩო დიდი კმაყოფილებით იღებს ცნობად საქართველოს მოქალაქეების სიფხიზლესა და ყურადღებას, რომელიც აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლამ გამოიწვია და მადლობას უხდის ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ზემოთ ხსენებულ საკითხში“ – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთი საქართველოს სტალინმა შეუერთა. დაახლოებით იგივე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, როცა საქართველო დაადანაშაულა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

პოპულალურები