LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთიდან საქართველოში შემოსვლა უკანონოდ შეიზღუდა: სუსი

97
აფხაზეთი, ხიდი

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, გარდა სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებისა.

სუსის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოგონილ უსაფრთხოების გამოწვევებს უკავშირდება, მათ შორის, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებს. მსგავსი დამაზიანებელი პრაქტიკა გასულ წლებშიც დაფიქსირებულა.”

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულ უკანონო შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები