LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ „ენგურჰესის“ გენერაციის 93% შეადგინა

117
Enguri-dam-Milena

2020 წელს აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ „ენგურჰესის“ გენერაციის 93% შეადგინა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს დანარჩენ საქართველოში მოხმარებას,- ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიმოხილვაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია “ენგურჰესის” გენერაციის შემცირებით. ამასთან, 2020 წელს მაღალი ელექტროენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად 59 მლნ. აშშ დოლარის წმინდა იმპორტი განხორციელდა.

„ენგურჰესი“ მსოფლიოს ყველაზე მაღალი კაშხლების ტოპ-ათეულშია

„ენგურჰესი არის ჩვენი ჰიდროენერგიის ყველაზე დიდი წყარო"

მიმოხილვის თანახმად, 2020 წლის 9 თვის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში ოთხჯერ შემცირდა და 46 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. COVID-19 პანდემია ძირითად დაბრკოლებად მოიაზრება, თუმცა ლარის გაცლითი კურსის გაუფასურების ფონზე დღეისათვის, ფაქტობრივად, არ არსებობს განახლებადი ენერგიის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა ინვესტიციების მოზიდვას და შეამცირებდა იმპორტზე დამოკიდებულებას.

მიმოხილვა დეტალურად იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები