LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის ომის მონაწილე, რომელმაც რუსეთის სანქციების გამო 50 ათასი დოლარი იზარალა

310
gogagoga

თბილისში, კერძო სასტუმროს მეპატრონე გიორგი ელიბეგოვი, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ქართველი ხალხის პატივისცემის გამო, პუტინი მიიჩნევს, რომ სანქციები აუცილებელი არაა

რუსეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ ქართველი ჟურნალისტისთვის, "დიდი პატივი" იქნება მის გამო რაიმე მნიშვნელოვანი სანქციების გატარება. 

გიორგი ელიბეგოვი ამბობს, რომ აფხაზეთში იბრძოდა. მისთვის რუსეთი რომ მტერია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, თუმცა ვერ ხვდება რა მოიგო ქვეყანამ ტურისტული ნაკადის შემცირებით.

როგორც ის ამბობს, 300 ათას ევროიანი კრედიტის ფონზე, რუსეთის სანქციების შემდეგ, ორ თვეში 50 ათასი დოლარი იზარალა.

„მე ვარ გიორგი ელიბეგოვი, კერძო სასტუმროს მეპატრონე. ავლაბარში, კერძო სახლში ვცხოვრობ. თავიდან სახლის რამდენიმე ოთახი სასტუმროდ გადავაკეთე. ტურისტები ყოველთვის მყავდა. ამან გამაბედინა და 300 ათასი ევრო კრედიტი ავიღე, ახალი კაპიტალური მშენებლობა წამოვიწყე და წელს ჩემი გეგმები თავდაყირა დადგა: რუსეთის სანქციების გამო, რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად გააუქმეს ჯავშნები და საერთო ჯამში, ორ თვეში 50 ათასი დოლარი ვიზარალე. ჭირს წაუღია ეს ჩემი შემოსავალი, თუ ეს ქვეყანას სჭირდება, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რა მოიგო ამ ქვეყანამ ტურისტების ნაკადის შემცირებით?

რუსეთი რომ ოკუპანტია, მე ეს 1992 წლიდან ვიცი, „ავაზას“ ბატალიონის წევრი ვიყავი და აფხაზეთში ვომობდი. ამდენად, მიკვირს იმ ხალხის, ვინც ახლა ისტერიულად გაჰყვირის, რომ თურმე რუსეთი ოკუპანტია და გვებრძვის.

ჩვენ ამას გავუმკლავდებით – რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა…

მოდი, იმას მივუბრუნდეთ, რის გამო მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს, საქართველში ნუ დაისვენებენ. სულ სამი მიზეზია:

  1. დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში რუსეთის დელეგაციას მიაძახა, რომ აფხაზეთში რუსებს ხოცავდა, ხოცავს და კიდევ დახოცავს. დამეთანხმებით მძიმე მოსასმენია, მებრძოლი კაცი ასეთ რამეებს არ კადრულობს, არასდროს ჰყვება საჯაროდ, ვინ სად დახოცა… გავიკითხე ვეტერანებში და მეომარი აკაკი ბობოხიძე არავის ახსოვს, თუ არ ვცდები ეგ მაშინ პარლამენტის წევრი იყო, სადმე რომ თავი გამოეჩინა, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. როგორც გავიგე, არც ვეტერანთა კავშირის წევრია. გამოდის, რომ უბრალოდ, ანტირუსული ისტერიის ასატეხად, რაც ენაზე მოადგა, წამოიძახა.
  2. რუსეთის დუმის წევრს, გავრილოვს სასტუმროდან გამოსვლისას ხალხის ნაწილი თავს დაესხა. ჩემთვის ესეც გაუგებარია. რატომ დაესხნენ თავს? იარაღით იყო? შემოიპარა? არა, არც ერთი და არც მეორე. კიდევ უფრო დიდი სისულელეა, რომ ვითომ ეს გავრილოვი აფხაზეთში გვეომებოდა. მეტი საქმე არ ჰქონდა გავრილოვს, რომელიც ამ დროს რომელიღაც გუბერნიის სამხარეო დუმის დეპუტატი იყო, აფხაზეთში საომრად წამოსულიყო, სამშობლოს დასაცავად, საომრად ჩვენი დეპუტატების ძალიან მცირე ნაწილი მიდიოდა, მით უფრო წარმოუდგენელია ეს რუსი დეპუტატისგან, კაი ცხოვრება, სადღაც ბრძოლაზე გაეცვალა. ასეც აღმოჩნდა, ისტერიამ გადაიარა და დღეს გავრილოვის „ბაევიკობაზე“ აღარავინ საუბრობს.

 

  1. გიორგი გაბუნიამ ტელევიზიით რუსეთის პრეზიდენტს აგინა. ნუ, გინებაცაა და გინებაც. ეტყობა რაღაც ძალიან შეიცვალა ქალაქში, ჩხუბის დროსაც კი არ ვაგინებდით დედას მოწინააღმდეგეს. 60 წლის კაცი ვარ და მამაჩემის თანდასწრებით უცენზურო სიტყვების თქმას ახლაც ვერიდები. არ არის წესი ასეთი საქციელი, ეს მე უბანში ვისწავლე, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ჟურნალისტების ეთიკის ქარტია და ქცევის რეგულაცია. არის თბილისი და მას აქვს კულტურა, ეთიკა, რომლითაც მეც კმაყოფილი ვარ და უცხოელებსაც თვალში ხვდებათ, ამდენად, მიუღებელია კულტურული საზოგადოებისთვის ამ გაბუნიას ბილწსიტყვაობა. თვალი მოვავლე ინტერნეტში და ვერსად ვნახე მსგავსი უხამსობა, რუსეთისგან არანაკლებად გამწარებულ ჩეჩნებს, ავღანელებს, სირიელებს ან გაბუნიამდე უკრაინელებს ეკადროთ. მტრობასაც თავის წესები აქვს. ვინც ეს არ იცის, ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“ წაიკითხოს. იოლად იპოვნით ინტერნეტში.

 

ახლა ვკითხულობ ჩამოთვლილი სამი მიზეზიდან რომელი შეეფერება სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ცივილიზებულ ერს? დიდი კულტურისა და ტრადიციის მქონე ერს? 

ახლა ჩემსა და ჩემნაირების ბიზნესს მივუბრუნდეთ, რომლებსაც ჩემსავით გეგმები დააწყეს და ამ უკულტურობის გამო, ყველაფერი აერიათ… რატომ არის გონივრული, რომ რუსი ტურისტი თუ აქ არ ჩამოვა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოა. რა არის სასარგებლო, რომ რუსი აქ ფულს ხარჯავდა და ბიუჯეტში ფული შედიოდა? ამის გამო ბიუჯეტს შემოსავალი არ მოაკლდება? სიმონ ბოლივარი ჩიოდა: ჩემო სამშობლო, რა შორს ხარ ღმერთისგან და რა ახლოს არის ამერიკა! ჩვენგან, ღმერთიც შორსაა და ამერიკაც. ძალიან ძნელია, ვინმემ აქ იმდენი ევროპელი და ამერიკელი ჩამოიყვანოს, რომ რუსი ტურისტის ჩამოსვლის აუცილებლობა აღარ გვქონდეს. არც იმის ფუფუნება გვაქვს, რომ რუსეთის ბაზარზე უარი ვთქვათ.

რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სააკაშვილის ხელისუფლებამ გააწევრიანა. ამის შემდეგ მოხსნა რუსეთმა ემბარგო ქართულ პროდუქციაზე. სწორედ, მიხეილის თანხმობის შემდეგ მიიღეს ეს ოკუპანტი ამ ორგანიზაციაში. რატომღაც არაფერი მსმენია მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ეთქვათ, რომ სააკაშვილი მოღალატეა, რადგან ოკუპანტ ქვეყანას მიზნის მიღწევაში მიეხმარა. ისიც, კარგად მახსოვს, ლარსზე როგორ ხვდებოდა სააკაშვილი რუს ტურისტებს და ჩვენ ქვეყანაში ეპატიჟებოდა. რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს? ეს არის მორალი?

და ბოლოს…

მე ომშიც ვიბრძოდი და როგორც გითხარით, ამ ისტერიის ფონზე, ბიზნესიც ჩამივარდა. ეს არაფერი, იმასთან შედარებით, რომ რუსეთი რომ მტერია, ამას მასწავლის ის ხალხი, რომლებსაც არც ერთ ომში მონაწილეობა არ მიუღია და ბიზნესის დივერსიფიკაციაზე მესაუბრებიან, ისინი, ვისაც ორი კაპიკი გადასახადი არ შეუტანია ქვეყნის ბიუჯეტში… გულდასაწყვეტია, მაგრამ რაციონალიზმი აუცილებლად აჯობებს ისტერიას და ბიზნესიც ფეხზე დადგება და საქართველოც! მე ამის მჯერა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, – წერს გიორგი ელიბეგოვი.

პოპულალურები