LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან” ასლან ბჟანიამ საქართველოსთან მრავალდონიანი ურთიერთობების პუნქტი ამოიღო

109
ასლან ბჟანია

“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან” საქართველოსთან მრავალდონიანი ურთიერთობების პუნქტი ამოიღეს.

განკარგულებას, კონცეფციაში შესატანი ცვლილებების შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი გუშინ მოაწერა.

ქართული მხრიდან დევნილთა დაბრუნების შესახებ საკითხი ერთხელ დაისვა, ეს თემა ახლა დახურულია: ასლან ბჟანია

თავად კონცეფცია 2020 წლის 4 დეკემბერს დამტკიცდა.

ამ დროისთვის, კონცეფციიდან ამოღებულია დებულება, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარების საკითხს ეხება:

“აფხაზეთის რესპუბლიკა საშუალებას იძლევა, საქართველოსა და აფხაზეთს შორის მრავალდონიანი მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატისთვის შესაძლებლობები შექმნას. მის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, ქართულ მხარესთან ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხების განხილვა, რომელთა გადაწყვეტაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელია.” – აღნიშნული იყო კონცეფციის ახლა უკვე ამოღებულ პუნქტში.

აფხაზეთის ოპოზიციურმა ძალებმა ეს დებულება გააკრიტიკეს და მისი ამოღება მოითხოვეს, გაჟღერდა თავად ბჟანიას გადადგომის მოთხოვნაც, რადგან ოპონენტები აღნიშნავდნენ, რომ ბჟანიამ საგარეო პოლიტიკაში არასაიმედოობა გამოავლინა და რომ მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატისთვის შესაძლებლობები შექმნას ქართველები განმარტავდნენ როგორც მათ სისუსტეს და მზადყოფნას – აფხაზების დამოუკიდებლობა წარსულს ჩაბარდეს.

მიმდინარე წლის 9 მარტს, პარლამენტის წევრებთან შეხვედრის დროს, ასლან ბჟანია დათანხმდა “საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან” ამოეღოთ წინადადება “მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესახებ”.

პარლამენტარებთან შეხვედრის მიზეზი გახდა ეკონომიკურ საკითხებში ბჟანიას ყოფილი მრჩევლის, ბენურ ქვირაიას ჩასვლა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2 მარტს.

მაშინ ოპოზიციურმა გაერთიანება “აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ” განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ბენურ ქვირაია საქართველოში ორ თანმხლებ პირთან ერთად ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაზე მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა, აღნიშნული ფაქტი ბჟანიას მიერ წითელი ხაზების გადაკვეთად შეაფასეს და საქართველოში შესაძლო ვიზიტის გამო სოხუმში აქციაც გამართეს – ისინი მოითხოვდნენ შეეფასებინათ პრეზიდენტის თანაშემწის ქმედებები და მიეღოთ გადაწყვეტილება საქართველოსთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების სრული აკრძალვის შესახებ.

თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი მოლაპარაკებების წარმოებაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ ბენურ ქვირაიამ ბჟანიას მრჩევლის თანამდებობა 2021 წლის 19 თებერვალს დატოვა და მისთვის მითითებები არავის მიუცია,  საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა.

პოპულალურები