ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობამ რუსეთს, მიმდინარე სესხის ნაწილი დაუბრუნა. რაულ ხაჯიმბას ინფორმაციით, “ნასესხები” 2.7 მილიარდი რუბლიდან დაახლოებით, 1.5 მილიარდი (დაახლოებით 24 ათას დოლარამდე) დაბრუნებულია. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

„უნდა აღინიშნოს ის, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანი ვალის გადახდა, რომელიც სარკინიგზო და საბანკო კრედიტებთან იყო დაკავშირებული“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

მისივე თქმით, ყველა ვალდებულება, რომელიც ამ სესხის ფარგლებშია აღებული, შესაბამის ვადებში დაბრუნდება.

2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად და 2012 წელს მიღებული ცვლილებებით, ოკუპირებულ აფხაზეთს რკინიგზის აღდგენისა და განვითარებისთვის 2 მილიარდი რუბლის ოდენობით სახელმწიფო კრედიტი გადაეცა. რუსეთმა 2017 წლის ნოემბერში ვალი დააფინანსა და მისი დაფარვა 6 წლის ვადით გადადო. სესხი 2023-დან 2029 წლებში უნდა დაიფაროს.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები