LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთში მდებარე ავტობუსის გაჩერებები, როგორც ხელოვნების ნიმუშები (ფოტოები)

379
BeFunky-collage (9)

აფხაზეთში მდებარე გაჩერებები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებად შეიძლება ჩავთვალოთ, ყურადღებას ისევ იპყრობს.

ამჯერად ბელგიელმა ფოტოგრაფმა იზაბელ ვან აშემ იმოგზაურა აფხაზეთში და ავტობუსის გაჩერებები აღბეჭდა.

მოზაიკით გაფორმებული მონუმენტური ნაგებობები ნამდვილად ჰგავს შედევრებს.

ფოტოგრაფმა აფხაზეთის გაჩერებებს სტატია მიუძღვნა და ფოტოები Bored Panda-ზე გამოაქვეყნა.

“შეიძლება აფხაზეთში არასდროს მოხვედრილხართ-ეს რუსეთსა და საქართველის შორის განლაგებული ტერიტორიაა შავი ზღვის სანაპიროზე. ულამაზესი ადგილია, რომელიც მეგობრული ხალხითაა დასახლებული”,-დაწერა იზაბელმა საკუთარი ფოტოების შესახებ სტატიაში.

კომენტარებში მას შეუსწორეს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი ტერიტორია კი არა, საქართველოს ოკუპირებული ნაწილია.

ნახეთ გაჩერებები, რომლებსაც, სამწუხაროდ, საკუთარი თვალით ვერ ვნახავთ.

ფოტოები: Isabelle Van Assche

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები