LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრიკაში იძებნება ნიანგი, რომელმაც 300 ადამიანი შეჭამა

267
aligatrnews

აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანა ბურუნდის სანაპიროებზე ეძებენ გიგანტურ ნიანგს, რომელმაც დაახლოებით 300 ადამიანი მოკლა. სერიულ მკვლელ რეპტილიას, სახელად გუსტავს მეცნიერები უკვე რამდენიმე წელია შეისწავლიან და ის ადამიანებისათვის უკიდურესად საშიშადაა შეფასებული, რადგან ნიანგის ყოველ გამოჩენას თან მსხვერპლი ახლავს.

მეცნიერების თქმით, გიგანტური რეპტილიის ასაკი დაახლოებით 60-100 წელია. იგი სიგრძეში დაახლოებით 6 მეტრია და 1 ტონაზე მეტს იწონის. გასაგები მიზეზების გამო, ნიანგს ყველაზე განთქმული და პროფესიონალი მონადირეებიც უფრთხიან.

რეპტილიას სახელი ფრანგმა მონადირემ, პატრის ფეიემ დაარქვა, რომელიც მის დაჭერას წლებია უშედეგოდ ცდილობს. 2002 წელს ფეიემ თავის გუნდთან ერთად ნიანგს უზარმაზარი მახე დაუგო, თუმცა მისი დაჭერა ვერ შეძლო.

ის უზარმაზარია. სამჯერ დიდია ნებისმიერ ნიანგზე, რაც ბურუნდიში მინახავს. მათგან განსხვავებით, გუსტავს თევზები და მცირე ზომის ძუძუმწოვრები არ აკმაყოფილებს და უპირატესობას სუსტ, ნელა მოძრავ სამიზნეებს ანიჭებს, ანუ ადამიანებს“– ამბობს ფეიე „ბი ბი სისთან“ საუბარში.

2014 წელს ფეიეს წარუმატებელ მცდელობებზე დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, სახელად „მკვლელი ნიანგის შეპყრობა“.

სამი თვის განმავლობაში, რაც მდინარეში იმყოფებოდა, რეპტილიამ 17 ადამიანი შეჭამა. გამოდის, რომ თუ ის ამ ტემპით მიდიოდა 20 წლის განმავლობაში, მას უკვე 300-ზე მეტი მსხვერპლი ჰყავს“, – ამბობს ფრანგი მონადირე, რომელიც არ ნებდება და კიდევ აპირებს გიგანტური ნიანგის მონადირება სცადოს.

ამჟამად გუსტავის ადგილსამყოფელი უცნობია და არც ის არის ცნობილი, ცოცხალია თუ არა გიგანტური მტაცებელი…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები