მკვლელობა და დაჭრა დაბა აგარაში – კაცმა მეუღლე დაჭრა, კიდევ ერთი მამაკაცი კი მოკლა. როგორც “ფორტუნას” შსს-ში უთხრეს, ორივე მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევა ქარელის რაიონის დაბა აგარაში გვიან ღამით მოხდა. დანაშაულის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულიხსმობს. ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მუხლით, რომლითაც გამოძიება დაიწყო, სავარაუდოდ, შეიცვლება.

 

მსგავსი თემები