LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგარის შაქარმა“ მუშაობა ისევ შეაჩერა

106
5c933b90a7ea5

„აგარის შაქარმამუშაობა ისევ შეაჩერა – საწარმოსთვის დაწესებული შეღავათების ვადა 31 დეკემბერს ამოიწურა.

„ამ ეტაპზე, მთავრობასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუ შედგა შეთანხმება მარტიდან საწარმო მუშაობას განაახლებს, თუ ვერა, აზრი არ აქვს წარმოების დაწყებას, არარენტაბელურია“, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ნიკოლოზ ნათბილაძე.

შეგახსენებთ, 2020 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს ქვეყანაში შაქრის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის პროექტის განხორციელებისკენ მოუწოდა. იმ პერიოდში გლობალურ ბაზარზე შაქრის ფასი მაღალი ტემპით იზრდებოდა, რის საპირწონედაც მთავრობამ შაქრის ადგილობრივი წარმოების ამუშავება გადაწყვიტა.

შაქრის გადამამუშავებელისთვის დაწესებული შეღავათების შედეგად, “აგარის შაქარმა” 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე იმუშავა. გასულ წელს მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით, კომპანია ფასდაკლებით იღებდა ბუნებრივ გაზს და სარკინიგზო-ლოგისტიკურ მომსახურებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები