LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღარ გვაქვს დრო სასამართლო სისტემაში არსებულ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს ვუპასუხოთ უბრალო ნაბიჯებით – ფიქრია ჩიხრაძე

71

ჩვენ აღარ გვაქვს დრო სასამართლო სისტემაში არსებულ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს ვუპასუხოთ უბრალო ნაბიჯებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

“ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო ანალიზის თვალსაზრისით, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს სასამართლოში და რა ნაბიჯებია მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასადგმელი, რომ მინიმალური პოზიტიური რესურსი ავამუშაოთ სასამართლოში ნეგატიური პროცესის შესაჩერებლად და ახალი პროცესის დასაწყებად. მე მგონია, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს ძალიან კონსტრუქციულად. დღეს იყო შეხვედრა პროფესიულ წრეებთან და ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს. ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ვხედავთ პრობლემებზე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული შეცდომების ანალიზით, კონსენსუსს დაფუძნებული ჯანსაღი პროცესი წარიმართოს,” – განაცხადა ჩიხრაძემ.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, თანამდებობა გასულ კვირას დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები