LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, მივმართავთ საარბირტაჟო სასამართლოს” – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ

134
20190321113534

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი, ლევან ახვლედიანი საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილებას პასუხობს და აცხადებს, რომ კონსორციუმი მთავრობის წინააღმდეგ დავას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხზე საარბიტრაჟო სასამართლოში გეგმავს.

ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ  კითხვის ქვეშ დგას პროექტის ბედი და ზიანდება ქვეყნის ინტერესი. მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტისთვის არ იყო გაკეთებული ყველაფერი, რისი შესაძლებლობაც არსებობდა.

„მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, თუ არა მივმართოთ საარბირტაჟო სასამართლოს. არის იურიდიული პროცესები, რომელიც გასავლელია და დავძრავთ. პროცესების დასრულებისთანავე იქნება მიმართული საარბიტრაჟო სასამართლოში. სამწუხაროდ, ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც შეუძლია ეკონომიკური გარდატეხა შეიტანოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ამ პროექტისთვის არ იყო ყველაფერი გაკეთებული, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო.

არ იყო გადადგმული მცირედი ნაბიჯები და არ იყო განხილული ის დათმობები, რომელიც ჩვენ წინაპირობად წავაყენეთ, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლებოდა პროექტის წარმატებით განხორციელება. ეს რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მოტივაციას ამ პროექტთან მიმართებაში, აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ პროექტის ბედს, რომელზეც პასუხი გაუცემელია. ისევ და ისევ ზიანდება ეს პროექტი, ზიანდება ჩვენი ქვეყნის ინტერესი“, – განაცხადა ახვლედიანმა.

დღეს მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიც.  საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძებნას იწყებს.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის და  უფრო ფინანსურად ძლიერი ინვესტორის მოძიების პროცესი მალევე დაიწყება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირგასამტეხლოს გადახდაც მოუწევს და პროექტის დაბრუნებაც – მთავრობა ახალ ინვესტორს მოძებნის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები