LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგომის ღამე პანდემიის მიმდინარეობაში დრამატულ ცვლილებებს არ შეიტანს, უფრო დიდი საფრთხეა საქალაქო ტრანსპორტში: ბიძინა კულუმბეგოვი

4051
Untit12led-1

“აღდგომის ღამე პანდემიის მიმდინარეობაში დრამატულ ცვლილებებს არ შეიტანს”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში “სტუმრად ექიმთან” განაცხადა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, გაცილებით დიდ საფრთხეს საქალაქო ტრანსპორტში ხედავს.

“მე მაინც ვფიქრობ, რომ ის რეგულაციები რაც სააღდგომო ღამეს იყო და ეს რამდენიმე საათს გრძელდება, არავითარი პრობლემა არ არსებობს. აღდგომის ღამე პანდემიის მიმდინარეობაში დრამატულ ცვლილებებს არ შეიტანს. უფრო დიდი საფრთხეა საქალაქო ტრანსპორტში და პირბადის ტარების შემცირებული მაჩვენებელი.

წინა აღდგომის დღესასწაულის პერიოდი იყო პირველი ტალღის მოლოდინის ეტაპი და ყველას გვქონდა განცდა, რომ თუ სადმე შეცდომას დავუშვებდით ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული და რეალურად ვნახეთ, რომ ფეხის გადაბრუნება შემოდგომაზე მოგვეწია”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

“ასტრაზენეკას“, „ფაიზერს“ და „ჯონსონ და ჯონსონს“ სიკვდილიანობისგან ერთნაირად 100 პროცენტიანი დაცვა აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები