LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებელთან არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე სწრაფად გამიხსენებენ კარგად – სააკაშვილი

126
Former Georgian President Mikheil Saakashvili talks to journalists as he arrives in Kiev, after the Ukrainian President Volodymyr Zelenskiy restored his citizenship, at Boryspil International Airport outside Kiev, Ukraine May 29, 2019. REUTERS/Gleb Garanich

“ქართველები რაღაც მომენტში ჩემით დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ – მე ვგრძნობ სიყვარულს ქართველებისგან,”- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან.“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ გორდონთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მას საუკუნეების შემდეგაც გაიხსენებს.

“ვფიქრობ, რომ არამარტო 3-5 საუკუნის შემდეგ გამიხსენებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ახლა ქართველები ახლაც მაფასებენ. იყო ყველაზე დიდი ქართველი მეფე – დავით აღმაშენებელი – მას არ ვედრები, მაგრამ ხუთი საუკუნის განმავლობაში მისი ხსენებაც არ შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ნამდვილად შექმნა ქართული სახელმწიფოებრიობა.

ის ცუდად დაამახსოვრდათ, რადგან დროდადრო ძალიან ხისტი იყო. არც მთლად სტალინი ყოფილა, ან კალიგულა, მაგრამ ხისტი იყო. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე ბევრად ჩქარა გამიხსენებენ კარგად. ამისთვის მზად უნდა იყო, როდესაც მოძველებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ… შენ ქვეყანას პროგრესისკენ ექაჩები, მაგრამ ტკივილი ხომ რჩება? ამიტომ, მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. ყველაფერი მარტივადაა” – თქვა სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ “ბევრს უყვარდა საქართველოში ჩასვლა.”

„მე ყოველთვის ვიღებდი სტუმრებს, ვატარებდი მათ, დავრბოდით ეშმაკის ბორბალზე. ბევრს უყვარდა საქართველოში ჩასვლა: ჰილარი კლინტონს, ტრამპს, ჯონ მაკკეინს, რომელიც ათჯერ იყო. იყო ტრამპიც. მასთან ერთად ფეხით დავდიოდით, ჩემი ელექტრომობილითაც ვატარებდი დილის შვიდ საათამდე. ორ ღამის კლუბში ვიყავით, ფანტანებზეც ვხტუნავდით,”- ამბობს სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/601921810438609/?__xts__[0]=68.ARCL3Dszxk0jBSb3nTaXfl8d0s4IUDeOrRReixYUcSMM6-owYUgS1KeZDqml03HtdIl04p4gjgqgiL3am3BFZA5CxRceCMQNBU2_F-kRr1SdWHvW-AnaZUfphmvIdXwuqPtU2qreqkp5VNnLvgkWuFYPWap210Q0tMyGcpjjgpPITLlyawpYP2LNrdQpL6hfLQE8CJXk15H8qervT2Ou4CXF4DV7PVKq-2lAWdiaEuEqNVLK4_4mZ7sCAm9zA7x0ZklYkP4Qy2CFS1iU6_HLF6n4cgST2WYj7rAOQAL7TVwK9L5flwJYeveY-r_Bx6YYh3-j3Yz2Pe8CW5PNmdV0IRIo0K_tRESk&__tn__=-R

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები