LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებლის ხეივანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

47
Untitled design - 2021-11-29T130123.266

აღმაშენებლის ხეივანზე ამ დროისთვის საავტომობილო გზა თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებსა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის პერიოდულად ხდებოდა შეხლა-შემოხლა.

აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს. პარალელურად, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, საავტომობილო გზა გაეთავისუფლებინათ. დაპირისპირების დროს პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანა. ამ დროისთვის აღმაშენებლის ხეივანზე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგლდებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

აქ, არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო – რა ხდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე

საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავა დააკავეს

საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი დაიწყო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილიც ესწრება

ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს – შსს განცხადებას ავრცელებს

გვარამია: კარგია, რომ ივანიშვილი ამას უყურებს – ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები