LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოაჩინე საქართველო Ryanair-თან ერთად – ცნობილი ავიაკომპანია ვიდეორგოლს გვიძღვნის

607
1489483367-3542511-1489483226-1952353ryanair-aircraft-14

აღმოაჩინე საქართველო Ryanair-თან ერთად – ამ სათაურით და მოწოდებით ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ვიდეორგოლს გვიძღვნის. ვიდეო ავიაკომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსდა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლი სოციალურ ქსელებში განთავსებული რეალური ვიდეო, თუ ფოტომასალის საფუძველზეა მომზადებული და რეალობას ასახავს.

ამ ვიდეორგოლით Ryanair საკუთარ მგზავრებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

მალე ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ერთი იტალიური თავგადასავალი იწყება

ავიარეისები ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება

შეგახსენებთ, „რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან იწყებს. პირველ ეტაპზე Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს.

საბოლოო ჯამში კი „რაინეარი“ ჩვენი ქვეყნიდან 12 ევროპულ ქალაქში ფრენას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები