LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” ასოცირებულმა ტრიომ ბათუმის სამიტის დეკლარაციას ხელი მოაწერა

72
1

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” ასოცირებული ტრიოს სახელმწიფო მეთაურებმა – საქართველოს, უკრაინისა და მოდლოვას პრეზიდენტებმა დღეს ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონია პეტრას ციხეზე გაიმართა.

შეგახსენებთ, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა და ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს.

ღონისძიება ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა.

გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე ქვეყანაში ვიზიტით მყოფი მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვლადიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.

კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობაა.

მეორე პანელზე წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები იმსჯელებენ ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლებასა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარებზე.

პოპულალურები