LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოსავლეთის სამკაული დუბაი და დაუვიწყარი საახალწლო ფეიერვერკი – „ბონ ვოიაჟი“

290
b0711763a34f46093fba452d3100da97

ცათამბჯენები და საოცარი შენობების, სავაჭრო ცენტრებისა და ულამაზესი პლაჟების გარემოცვა ამ ადგილს ახლო აღმოსავლეთის სამკაულად აქცევს.  დუბაის მონახულება ნამდვილად ღირს.  მიუხედავად იმისა,რომ ის  ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ადგილია მსოფლიოში ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. „ბონ ვოიაჟი“ დუბაის შესახებ გიამბობთ.

არის რაღაც მაგნიტური ამ ქალაქში, რაც აუცილებლად მიგიზიდავთ. თანამედროვე შენობები და ულამაზესი პლაჟები და ქვიშის დიუნები, კვების ობიექტები, უმაღლესო დონის სასტუმროები, დუბაის ფანტასტიკურ ტურისტულ ადგილად აქცევს.

დუბაის აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტი,რომელიც სწრაფად იცვლება და ვითარდება.  გადაადგილებას მარტივად შეძლებთ მეტროთი, ავტობუსებით და კარგად სტრუქტურირებული სატრანსპორტო სისტემით.

მრავალფეროვანი დასვენებისა და განტვირთვისთვის აქ ყველაფერია. ოქროს პლაჟები საშუალოდ 8-დან 10 საათამდე მზის შუქით მთელი წლის განმავლობაში. აქვე შეგიძლიათ ისიამოვნოთ ზამთრის სპორტით.

ღირსშესანიშნაობების ნახვა რა თქმა უნდა ამ ადგილის სიმბოლო ბურჯ ხალიფათი უნდა დაიწყოთ. 829,8 მ-იანი ბიზნეს ცენტრი მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობაა.

ოპერა, თეატრი, მუზეუმები და უამრავი ყოველდღიური გასართობი ღონისძიებაც თქვენს განკარგულებაშია.თანხის დაზოგვისა და მეტი ადგილის მონახულებისთვის გირჩევთ გამოიყენოთ ე.წ. „Dubai Pass”, რომელიც საუკეთესოა ასევე ერთდღიანი ტურებისთვის.

საუკეთესო დრო დუბაიში ვიზიტისთვის ნოემბრიდან აპრილამდეა, გაითვალისწინეთ,რომ იანვარი და თებერვალი ტურისტულად ყველაზე დატვირთულია,რა თქმა უნდა საახალწლო ღონისძიებებისა და სავაჭრო ფესტივალის გამო მოლებში.  ამ დროს ავიაბილეთების ფასებიც შედარებით მაღალია.

აპრილიდან ოქტომბრამდე თვეები ამ ადგილის მოსანახულებლად  არ არის რეკომენდებული. სწორედ მაშინ იწყება ტემპერატურის მატება და 40 გრადუს ცელსიუსს სცილდება.

და ბოლოს, თავბრუდამხვევი ფეიერვერკი, რომლითაც დუბაი 2022 წელს შეხვდა და საახალწლო ღონისძიებისთვის ათასობით ადამიანი შუადღის 4 საათიდან იყრიდა თავს ქალაქის ცენტრში:

   ვიდეოს ავტორი: Bashar Asfour
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები