LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აღმშენებლობაზე ვსაუბრობთ და თითქმის არაფერი არ მუშაობს დილის 9 საათზე ამ ქვეყანაში”

146
47c4ed44ea7a1b7c909e17af314354dd-XL

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების” ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ქვეყანაში დაწესებულებების არასწორ რეჟიმზე წერს.

როგორც ის ამბობს, განვითარებულ ქვეყანაში დილის 7 საათიდან აქტიურად იწყებენ მუშაობას, საქართველოში კი 11 საათის მერე იღვიძებს ყველა.

“ქვეყნის აღმშენებლობაზე ვსაუბრობთ და თითქმის არაფერი არ მუშაობს დილის 9 საათზე ამ ქვეყანაში (გარდა მარკეტებისა). ბანკები დაკეტილია, სადღაც 11 საათის მერე იწყებენ ნელ მოძრაობას სახელმწიფო და სხვა სამსახურები.

განვითარებული სახელმწიფოები (ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, თურქეთი) დილის 7-8 საათიდან აქტიურ მუშაობას იწყებენ. ჩვენ გვძინავს მაგ დროს ღრმა ძილით! ჰოდა დაველოდოთ, სხვა მოვა და აგვიშენებს ქვეყანას! ? არ ვმორალისტობ, უბრალოდ ფაქტია!” – წერს დავით მესხიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები