LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღტაცებული ვარ, როდესაც ერთ მაგიდასთან ვხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც წარსულში კომპრომისის მოძიება უჭირდათ: გიტანას ნაუსედა

31
გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრობს, სადაც  უკრაინის დახმარებისა და ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გზების საკითხები განიხილება.

ნაუსედა განმარტავს, რომ „აღტაცებულია, როდესაც ერთ მაგიდასთან ხედავს იმ ქვეყნებს, რომლებსაც წარსულში კომპრომისის მოძიება უჭირდათ“.

„პრაღაში ძალიან კარგი შეხვედრა იყო. აღტაცებული ვარ, როდესაც ერთ მაგიდასთან ვხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც წარსულში კომპრომისის მოძიება უჭირდათ. გუშინ მე ვნახე კეთილი ნება, რომელიც მსჯელობას და კომპრომისების მოძიებას გულისხმობს. იმედი მაქვს, ძალისხმევა გაგრძელდება. ყველაფერი იქნება კარგად“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები