LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგიტაცია მიდის, რომ მთავარია პური არ გაძვირდეს, ეს რა მიდგომაა? პურს არაფერი სჭირდება? – თემურ ჭყონია

293
57077cb17a507

ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სუბსიდირება და შეღავათი არ უნდა ხდებოდეს“, – ამის შესახებ თემურ ჭყონია აცხადებს.

ბიზნესმენმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას ყურადღება ფქვილის სუბსიდირების საკითხზე გაამახვილა და სახელმწიფოს მიდგომა დაიწუნა. ის ამბობს, რომ საზოგადოებას პურის გარდა, სხვა რამეც სჭირდება.

„ოღონდ პური არ გაძვირდეს – ეს სიღარიბის  მაჩვენებელია. პური ყოფილა გადამწყვეტი, ერთადერთი პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობის, ენერგიის, გამრავლების. პური თუ გაქვს მრავლდები, ჯანმრთელი ხარ, ბედნიერი ხარ, ცოლი მოგყავს, ქორწილებს იხდი. ამხელა აგიტაცია მიდის, რომ მთავარია პური არ გაძვირდეს. რა არის ეს, რა მიდგომაა? კარაქი არ შეიძლება პურს ხანდახან გადავუსვათ? ან თაფლი, ან ყველი და პური რომ იყოს ერთად არ შეიძლება? პურს არაფერი სჭირდება? ეს არის კატასტროფა, როდესაც სახელმწიფოს უზარმაზარი “მახინა”, სადაც ეკონომისტები არიან, ფიქრობენ იმაზე, რომ პური არ გაძვირდეს. პური გახადეს სიმბოლო ჩვენი ქვეყნის გადარჩენის,“ – აცხადებს თემურ ჭყონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები