LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრესია ჩვენი სამართალდამცველების მიმართ არის სრულიად მიუღებელი – მამუკა ბახტაძე

97
მამუკა ბახტაძე

ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი, ეს შეუძლია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას მთელი ამ 6-7 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პანკისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ამის მკაფიო დემონსტრირებას ვახდენთ. თუმცა ვინც დაარღვევს კანონს, მით უმეტეს იმ გზით, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, აგრესია ჩვენი სამართალდამცველების მიმართ არის სრულიად მიუღებელი და ბუნებრივია, კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური. პანკისის ხეობაში ცხოვრობენ ნამდვილი პატრიოტი ადამიანები, მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისა და მე განსაკუთრებული პატივისცემით მსურს, მათ მივმართო: ჩვენ არასდროს, არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში თუ სოფელში არ განგვიხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან – ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და იცით, რომ ეს დიალოგი გრძელდება. მე მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, ყველას ვინც გუშინ იღებდა მონაწილეობას, რადგან მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმის დემონსტრირება და ძალიან მაღალი დონის თავშეკავების. ჩემი აზრით, თავშეკავება, ეს არის ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის ინდიკატორი“, – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები