LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს კეთდება რელიგიური კონტექსტით – ირაკლი კობახიძე

97
ირაკლი-კობახიძე

აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით და ასეთი სარჩულით, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვერის ბაღში განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ხელისუფლების როლი და ფუნქციაა კანონის უზრუნველყოფა და ეს ფუნქცია შესრულებული იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ვითარების გამძაფრება.

„სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენს საზოგადოებაში სიმშვიდე და არ იქნება დაშვებული კანონის დარღვევა არავითარი ფორმით. აგრესია, სიძულვილი არის ის, რის წინააღმდეგაც უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, კანონით განსაზღვრული ფორმებით“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ვერის ბაღში განვითარებული მოვლენებისას, მან აგრესიისა და სიძულვილის მკაფიო ნიშნები დაინახა.

„რაც შეეხება სამართლებრივ კვალიფიკაციას, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. დაველოდოთ მათ შეფასებას და ამის შემდეგ შეგვიძლია, გავაკეთოთ დამატებითი კომენტარები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები