LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აიდა“ ვერდის ფესტივალის ფარგლებში „ბლექ სი არენაზე“ გაიმართა (ფოტო/ვიდეო)

616
69251488-2353093128263881-6478622591631228928-o

2019 წელს საქართველო ვერდის სახელობის ფესტივალს მასპინძლობს. სულ ფესტივალის ფარგლებში სამი ღონისძიება დაიგეგმა, ერთი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ორი კი – შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“.

ვერდის ფესტივალი თბილისის ოპერის თეატრში „ბალ-მასკარადით“ გაიხსნა , 23 აგვისტოს კი „ბლექ სი არენაზე“ ჯუზეპე ვერდის „აიდას“ არენა დი ვერონასეული დადგმა განხორციელდა. ქართული დადგმისთვის დეკორაცია და კოსტიუმები სპეციალურად არენა დი ვერონას სახელოსნოში შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ არენა დი ვერონას პროდუქცია საქართველოში პირველად ჩამოვიდა, „ბლექ სი არენამ“ კი საოპერო დადგმას ასევე პირველად უმასპინძლა.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ საოპერო სამყაროში კარგად ცნობილი სახეები:

დეიან ვაჩკოვი, დანიელა ბარჩელონა, სუზანა ბრანკინი, სერხიო ესკობარი, გიორგი ანდღულაძე, გაბრიელე ვივიანი, გონჩა დოგანი, ფილიპო მიკალე.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი.

დადგმას დირიჟორობდა პიერ ჯორჯო მორანდი.

25 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ საოპერო ვარსკვლავების გალა კონცერტი გაიმართება, რომლებიც თბილისის ოპერის ორკესტრთან და გუნდთან ერთად ცნობილ საოპერო არიებსა და ანსამბლებს შეასრულებენ ჯუზეპე ვერდის ოპერებიდან.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტებზე tkt.ge, biletebi.ge.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები