LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air baltic მზადაა, ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები განაახლოს

226
download

ეკონომიკის მინისტრის თქმით, როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა.

„ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

ავსტრია-საქართველო ავიამიმოსვლის აღდგენას განიხილავენ

"საქართველო ჩვენთვის ძალიან საინტერესო პარტნიორი ქვეყანაა"

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად საკითხს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა წარმოადგენდა. მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტილების პერსპექტივაზე. ნათია თურნავას განცხადებით, ლატვიის ეროვნული გადამზიდავი „ეარ ბალტიკი“ მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით. შესაბამისი განაცხადი უკვე შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანიავიზეარიც“, რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე.

„ჩვენ უკვე დავადასტურეთ, რომ „ეარ ბალტიკს“ ფრენების განხორციელებაზე თანხმობას მივცემთ. რაც შეეხება „ვიზეირს“, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და დიდი ალბათობით, მათაც მივანიჭებთ ფრენის უფლებას,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები