LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Airbnb-ს ქართული ენა დაემატა

300
1564324635

Airbnb-ის პლატფორმის მშობლიურ ენაზე გამოყენება ამიერიდან უკვე ოთხ მილიარდზე მეტ მომხმარებელს შეეძლება. საქმე ისაა, რომ ბინებისა და სახლების გაქირავების საერთაშორისო და პოპულარულ პლატფორმას გუშინ 31 ენა დაემატა, მათ შორის ქართულიც და ჯამში, ვებგვერდი უკვე 62 ენაზეა ხელმისაწვდომი.

„ახალი ენების დამატებით ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტ მასპინძელს მივცეთ შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, ხოლო სტუმრებმა შეძლონ ადგილობრივი, ორიგინალური და უნიკალური სამოგზაურო შთაბეჭდილების მიღება“, – აცხადებენ Airbnb-ის მენეჯმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები