LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Airbnb-ზე გამოტანილი „სუფთა სახლი“ გზაზე დადგმული კონტეინერი აღმოჩნდა

2670
SEC_67479110

ბრიტანელმა ტურისტმა ჰოლანდიური არდადეგებისთვის სახლი Airbnb-ს საშუალებით დაჯავშნა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სახლი იყო სუფთა, ქონდა იზოლირებული აბაზანა და საკმაოდ კომფორტული საძინებელი. თუმცა, ადგილზე მისულ ტურისტს მხოლოდ სატვირთო კონტეინერი დახვდა და ისიც შუა ტროტუარზე, უკანონოდ დადგმული. შენობაში ერთი ღამის გათენების საფასური 134 ევრო იყო და ბრიტანელმა მოგზაურმა რამდენიმე ღამის ფასი წინასწარ გადაიხადა.

ბუნებრივია, იმედგაცრუებულმა სტუმარმა მაშინვე მასპინძელს მიმართა, თუმცა, მან ფულის დაბრუნებაზე უარი განაცხადა. შემდეგ ბრიტანელი Airbnb-ს დაუკავშირდა და თანხა მალევე დაიბრუნა.

რაც შეეხება კონტეინერს, პოლიცია მის მფლობელს ამ დრომდე ეძებს, „სუფთა სახლი“ კი შუა გზიდან უკვე აიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები