LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჯამეთის აღკვეთილში წრიული ბილიკი ეწყობა, რომლის შემოვლას ფეხით, ცხენით და ველოსიპედით შეძლებთ

96
1899776-395751083895773-2043285454-o

ბუნებისა და მარტივი საფეხმავლო ლაშქრობების მოყვარულთათვის, ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარე აჯამეთის აღკვეთილში, პირველი 14 კილომეტრიანი წრიული ბილიკი ეწყობა, რომლის შემოვლა როგორც ფეხით, ისე ველოსიპედით და ცხენით იქნება შესაძლებელი.

ბილიკი მარკირებული იქნება და ვიზიტორს შესაძლებლობას მისცემს მოგზაურობა დაიწყოს სოფელ ვარციხეში მდებარე აჯამეთის ადმინისტრაციის შენობიდან, გაუყვეს სოფელ საიმედოსკენ სამხრეთ-დასავლეთით, და უკან დაბრუნდეს ისევ სოფელ ვარციხის ადმინისტრაციულ ცენტრში.

ბილიკის გასწვრივ, სოფელ საიმედოსთან და სოფელ ვარციხესთან ვიზიტორთათვის ეწყობა საპიკნიკე და საკარვე სივრცეები, სადაც ღამის გათევა იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ აჯამეთის აღკვეთილის რელიეფი ძალიან მარტივს ხდის მარშრუტს და სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლებლობა ექნება ბილიკს ესტუმროს.

აჯამეთის აღკვეთილში ამ დრომდე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები არ არსებობდა. ეს იქნება პირველი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც თვის ბოლოს გაიხსნება და ვიზიტორებს წლის ნებისმიერ დროს მიიღებს

ახალი ეკოტურისტული ბილიკის მოსაწყობად, თანმდევი ინფრასტრუქტურით, 293 000 ლარი დაიხარჯა.

აჯამეთის აღკვეთილი ნაკრძალის სახით 1928 წელს დაარსდა, 2007 წლიდან კი აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა. აჯამეთის აღკვეთილს კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რასაც ქუთაისთან და თბილისი-ქუთაისის მაგისტრალთან სიახლოვე მნიშვნელოვნად განაპირობებს. აღსანიშნავია, ქუთაისის აეროპორტის ხელსაყრელი მდებარეობაც, განსაკუთერბით მისი ყოველწლიური განვითარების ფონზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები