LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკა სინჯიკაშვილი: ,,300 ოჯახს უკვე დავეხმარეთ, დღეიდან კი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ქუჩაში დავარიგებთ…”

178
akasinjikashvilijunenews

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეგროვებული ტანსაცმელი და ნივთები 300 იჯახს და მინიმუმ 700 ადამიანს გადაუაწილა. მისი თქმით, ადამიანები ვეღარ ყიდულობენ ვერაფერს და ძალიან უხარიათ, როდესაც მათთან სამოსი ან სხვა ნივთი მიაქვთ.

გთავაზობთ სტატუსს:

“ვისაც არ გეზარებათ, ჩემთან მოდიხართ და ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოგაქვთ, რამხელა რამეს აკეთებთ, ნეტავ, იცოდეთ ❤️?? გუშინ 300 ოჯახს და მინიმუმ 700 ადამიანს გავუნაწილეთ შეგროვილი ნივთები ❤️❤️❤️ უამრავი ადამიანი ვეღარ ყიდულობს ვერაფერს და მთელი გულით უხარიათ, როცა მათთვის და მათი შვილებისთვის ამდენი რამე მიგვაქვს ❤️ დღეიდან ქუჩაში ვარიგებთ, რომ იმათმაც შეძლონ წაღება, ვისთანაც მისვლას ვერ ვახერხებთ ❤️
ტანსაცმელი არის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული, სამი დღით დაყოვნებული უსაფრთხოების მიზნით და გაცემა მიმდინარეობს ყველა წესის დაცვით ❤️ სათითაოდ ყველას დიდი მადლობა უფლებას და საშუალებას რომ მაძლევთ, ამდენი ადამიანი გავახარო ❤️ ამას მოვრჩებით და მალე ისევ თავიდან მოვაგროვებთ ❤️გენაცვალოთ ჩემი თავი თქვენ ❤️
#სიკეთეგადამდებია
❤️❤️❤️”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები