LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკადემიკოსებს მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ – თუ ისინი შეწყვეტენ მხოლოდ სხვა აკადემიკოსებთან საუბარს

415
image-20160307-30506-480t7q

კვლევებსა და კრეატიულ აზროვნებას მსოფლიოს შეცვლა შეუძლია. შესაბამისად აკადემიკოსების ხელში უზარმაზარი პოტენციალია, რომელიც პროფესორების, ასით ბისვასის და ჯულიან კირჰერის აზრით, იფლანგება.

ამის მიზეზი ის არის, რომ როგორც წესი, მეცნიერები და პროფესორები თავიანთ ნააზრევს მხოლოდ სხვა კოლეგებს უზაირებენ და ხშირად, ამის გამო ისინი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ბევრ მოვლენას ყურადღების მიღმა ტოვებენ.

„აკადემიურ ჟურნალებს“ ფაქტიურად მხოლოდ ათი ადამიანი კითხულობს, რომელთაც დიდი შანსია ერთნაირი ხედვა ჰქონდეთ. იმის მაგიერ, რომ თავისი აზრი ერთმანეთს გაუზიარონ, უჯობესი იქნება მეცნიერებმა, პროფესორებმა და აკადემიკოსებმა ის საზოგადოებას გააცნონ და ყველას განსჯის საგანი გახდეს.“ მიაჩნიათ ბისვასს და კირჰერს.

აღნიშნული დამოკიდებულების მიზეზად ბისვასი და კირჰერი რამოდენიმე ფაქტორს ასახელებენ.

1.ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ საჯარო გამოსვლები მათი საქმე არ არის. მათ მიაჩნიათ, რომ თავის სფეროში განხორციელებულ პროექტებსა თუ იდეებზე ისინი მხოლოდ სხვა კომპეტენტურ ადამიანებს უნდა ესაუბრონ.

2.არც უნივერსიტეტები და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები აკეთებენ არაფერ განსაკუთრებულს, რომ პროფესორებს გაუჩნდეთ სურვილი და ლექციები აუდიეტორიების გარეთაც ჩაატარონ.

3. ამით განსაკუთრებულად არც მედია ინტერესდება, სპეციალიზებული მედია-საშუალებების გარდა.

4. ბევრმა მათგანმა უბრალოდ არ იცის, როგორ მოამზადოს სტატია, რომელსაც გამოაქვეყნებენ არასამეცნიერო დაწესებულების ან კვლევითი ცენტრის სხვა თანამშრომლებისათვის, არამედ ფართო მასებისათვის. მათ არ იციან საიდან დაიწყონ არ როგორ გააკეთონ ეს.

საბოლოო ჯამში, სტატიის ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ ცვლილებების დროა. მათი აზრით, მეცნიერებმა, პროფესორებმა და მკვლევარებმა უნდა მოირგონ გაცილებით მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იმუშაონ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე, თავიანთი სპეციალიზაციის შესაბამისად.

უნივერსიტეტები და სამეცნიერო დაწესებულებები, ასევე მთავრობები კი ხელს უნდა უწყობდნენ და ახალისებდნენ მათი როლის ზრდას და შესაბამისად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამა თუ იმ კუთხით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები