LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკაკი ბობოხიძე: „ქართული ოცნება“ შემოდგომის ბუზივით მწარედ იკბინება, ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ის ბოლო შემოდგომას ითვლის

39
აკაკი ბობოხიძე

„ქართული ოცნება“ შემოდგომის ბუზივით მწარედ იკბინება, ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ის ბოლო შემოდგომას ითვლის,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ დმანისში გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს საკადრის პასუხს გასცემს.

„ჩვენ, ქართველებს გვაქვს ერთი გამოთქმა შემოდგომის ბუზივით მწარედ იკბინებაო, „ქართული ოცნება“ შემოდგომის ბუზივით მწარედ იკბინება, ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ის ბოლო შემოდგომას ითვლის და დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს.

ამ ადამიანებს, რომ ვუყურებ, მახსენდება დათა თუთაშხიას ვირთაგვა ჭამიები, რა დაგმართათ ხალხნო ამ ახალმა დროის სეთურმა, როგორ შეიძლება თანასოფლელებზე ხანჯლით აღმართო ხელი, როგორ შეიძლება თანასოფლელებს იარაღით ელაპარაკო, უცხო ხომ არავინ არ იყო, არც ერთი და არც მეორე მხრიდან.

ქართველმა არათუ ზოგადად, სხვა ქართველის წინააღმდეგ, არამედ თანასოფლელმა თანასოფლელის წინააღმდეგ ხელი ასწია და ამას დაჭრა არ ქვია. ვნახე დაჭრილი ადამიანი, ვნახე იარაღით თანასოფლელებთან მისული კაცი, რომელსაც ვერც კი გაუბედია იარაღის გარეშე, სხვანაირად იარაღის გარეშე არარაობაა, ნულია, ოღონდ ამ ნულად ბიძინა ივანიშვილმა აქცია და სანამ მთელს საქართველოს ასე გვაქცევდეს, ჯობია ქუდზე კაცი დავირაზმოთ და საკადრისი პასუხი გავცეთ.

დღეს ყველაზე დიდი იარაღი, რომლითაც საზოგადოება განაჩენს გამოუტანს ივანიშვილის რეჟიმს, არის ბიულეტენი, ამიტომ საზოგადოების აქტიურობით დავამარცხებთ ივანიშვილს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები