LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკაკი ზოიძე გასახვევი თამბაქოს გაძვირების აუცილებლობაზე განმარტებას აკეთებს

316
zoidze

სიგარეტის შემდეგ, შესაძლოა, გასახვევი თამბაქოც გაძვირდეს – ამ სიახლემ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ინიციატივის ავტორი აკაკი ზოიძე ამ წინადადების მიზანს განმარტავს.

როგორც ის ამბობს, თამბაქოზე ფასის 10%-იანი მატება მოხმარების 2-5%-მდე შემცირებას იწვევს, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა ქვეყანაში არ იარსებებს იაფფასიანი ჩამნაცვლებელი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თამბაქო ერთადერთი ლეგალური პროდუქტია, რომლის დანიშნულებისამებრ მოხმარება კლავს მომხმარებელს და მის გარშემო მყოფთ.

„თამბაქოს ფასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე: თამბაქოზე ფასის 10 პროცენტიანი მატება იწვევს თამბაქოს მოხმარების 2-5 პროცენტით შემცირებას. ბავშვებში და ახალგაზრდებში კი ეს ეფექტი 5-8 პროცენტამდე იზრდება. ჩვენნაირი შემოსავლების ქვეყნაში ფასის გამო თამბაქოს მოხმარების შემცირება კიდევ უფრო გამოხატულია. რაც თავის მხრივ ნიშნავს ათიათასობით გადარჩენილ სიცოცხლეს. ოღონდ ამ ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ არ იარსებებს ქვეყნაში იაფფასიანი ჩამნაცვლებელი – კონტრაბანდა და/ან დაბალი განაკვეთით დაბეგრილი “საბითუმო” თამბაქო.

აი ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის ლოგიკა, რომელმაც სამწუხაროდ ასეთი აგრესია გამოიწვია.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: თამბაქო ერთადერთი ლეგალური პროდუქტია, რომლის დანიშნულებისამებრ მოხმარება კლავს მომხმარებელს და მის გარშემო მყოფთ,“ – განმარტავს აკაკი ზოიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები