LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ კომპანიებს, სტარტაპებს საშუალება ეძლევათ, ძალიან გამოცდილი მენტორებისგან გაიზიარონ გამოცდილება – ლევან დავითაშვილი

130
ლევან დავითაშვილი (3)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 500 Global-ის აქსელერაციის დემო-დღის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც მონაწილე კომპანიების დამფუძნებლები ინვესტორების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში აქსელერაციის პროგრამა მესამედ გამოცხადდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 13 კომპანია შეირჩა: Bonpara, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme, QuickShipper, TASS VISION, Text’nPayMe და Voiceloft. აქსელერაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც სესიებს, ასევე ინდივიდუალურ მენტორობას თითოეული კომპანიისთვის.

„პროგრამის ფარგლებში ახალ კომპანიებს, სტარტაპებს საშუალება ეძლევათ, ძალიან გამოცდილი მენტორებისგან გაიზიარონ გამოცდილება, მიიღონ ცოდნა და გაძლიერდნენ. სწორედ ასეთი აქსელერაციის პროგრამების დასასრულს ჩვენ გვაქვს დემო-დღე, როდესაც ინფორმაციას ვიღებთ მათი პროდუქტების შესახებ. წელიწადში აქსელერაციის ორი პროგრამა გვექნება, პროგრამის ბოლოს კი დემო-დღე იმართება და ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, თუ რეალურად რა მიღწევები აქვთ სტარტაპ კომპანიებს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა, 500 Global საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2020 წელს შემოვიდა. 2020-2021 წლებში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები