LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა მამაკაცი ზვიგენის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

136

ავსტრალიაში, ვისანდის კუნძულებთან, ზვიგენის თავდასხმის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 33 წლის მამაკაცი, 10 მეგობართან ერთად, კუნძულზე შვებულების გასატარებლად იყო ჩასული. მეგობრების ჯგუფმა გადაწყვიტა თავი სერფინგის მსგავს სპორტში მოესინჯათ, თუმცა, როდესაც მამაკაცი დაფაზე დადგა, მას თავს ზვიგენი დაესხა.

მეგობრებმა და ეკიპაჟის წევრებმა მამაკაცი უახლოეს საავადმყოფომდე მიიყვანეს, თუმცა დაშავებულმა დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეკიპაჟის ერთერთი წევრი, რომელიც მამაკაცის გადარჩენას ცდილობდა, მომხდარს შემზარავს უწოდებს.

“ყველანი ვცდილობდით მის გადარჩენას. შემზარავი სცენა იყო – ბევრი სისხლი და დაბნეულობა,” – განაცხადა მან CNN-თან.

ინციდენტის გამო, წყალში შესვლა დროებით აკრძალულია. თავდამსხმელი ზვიგენის სახეობა კი, ამ დრომდე არ არის დადგენილი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეში ეს უკვე თავდასხმის მესამე შემთხვევაა, წინა შემთხვევები ფატალურად არ დასრულებულა, თუმცა ორი ადამიანი კრიტიკულად დაშავდა. სამივე შემთხვევა ულამაზეს ყურეში – სიდ ჰარბორში მოხდა, რომელიც ძალიან პოპულარული ადგილია ტურისტებში. ზვიგენის ამ თავდასხმების შემდეგ, ყურეში 6 მათგანი მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები