LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალგაზრდებს უნდა შევუქმნათ სათანადო პირობები” – როგორია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამა

43
1628180520-6767

როგორია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამა, რა მთავარი პრიორიტეტები გამოიკვეთა წინასაარჩევნოდ, რომელთა მოგვარებასაც მიზნად ისახავს კახა კალაძე – აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ამილახვარმა ისაუბრა.

როგორც მან “ფორტუნას” ეთერში დაანონსა, რამდენიმე დღეში კახა კალაძე წარადგენს პრეზენტაციას, რაც მოიცავს, კულტურის, სპორტისა და განათლების განვითარების პოლიტიკას.

„ერთადერთი პოლიტიკური ძალაა „ქართული ოცნება“ და მათ შორის, ლოკომოტივი არის თბილისი და კახა კალაძე, რომელიც აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს. დღე არ გავა არ გვქონდეს შეხვედრა ან მოსახლეობასთან (მოვიარეთ უკვე 10-ვე უბანი), ან არ გვქონდეს რაიმე პრეზენტაცია, დღეს მაგალითად, სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გვქონდა.

ჩვენ გავაკეთეთ ერთი მთავარი ქოლგა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა თუ რა ნაწილებისგან შედგება ჩვენი საარჩევნო პროგრამა და მათ შორის არის 6 მიმართულება, საიდანაც ურბანული და სატრანსპორტო უკვე გავაკეთეთ და მომდევნო დღეებში გვექნება დანარჩენი 4-ის, რომელიც უკვე მოიცავს კულტურა-სპორტი-ახალგაზრდობა-განათლების პოლიტიკას.

კახა კალაძემ მომდევნო ოთხი წლის დედაქალაქის განვითარების ექვსი პროგრამული მიმართულება დაასახელა

მე ცხადია, დიდი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში მოღვაწეობის და ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ, როგორც ახალგაზრდებთან ასევე სტუდენტებთან.

დღეს მთავარი გამოწვევა ახალგაზრდებში არის ის, რომ ჩვენ უნდა შევუქმნათ მათ სათანადო პირობები, რათა მათ მოახდინონ, პირველ რიგში, სწორი პროფესიის არჩევა და შემდეგ უკვე თავიანთი თავის რეალიზება.

ამ კუთხით ბოლო 4 წელში არაერთი მასშტაბური პროექტი გატარდა, დაფინანსებულ იქნა ბევრი პროფესიული პროგრამა, რომელმაც ათასობით ჩვენს ახალგაზრდას ხელი შეუწყო, რომ დასაქმებულიყო სხვადასხვა მიმართულებით და ცხადია, უკვე მომდევნო დღეებში, როცა ამ კონკრეტული საკითხის პრეზენტაცია გვექნება აქაც მასშტაბური პროექტებია გათვალისწინებული.

ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ რიგში, თვითმმართველობის მართვის პროცესში და ეს კახა კალაძეს აღებული აქვს პრიორიტეტად, რომ ჩავრთოთ ახალგაზრდები.

რაც შეეხება გამოწვევებს, დიახ, ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ, რომ ახალგაზრდებს სჭირდებათ მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა დაეუფლონ სწორ პროფესიებს და შემდგომ რეალიზება გაუკეთონ ამას. თბილისის მერია და კახა კალაძის გუნდი, მათ შორის ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რომელსაც რამდენიმე დღეში ამ კონკრეტული მიმართულებით წარმოვადგენთ, გვექნება კონკრეტული დაპირებები და პროგრამები.

გიორგი ამილახვარი რადიო „ფორტუნას“ ეთერში ასევე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით.

გახარია საქართველოდან რამდენიმე საათში გაემგზავრება: „ოცნების“ „ბოსების“ მიერ მზადდებოდა პროვოკაცია, თმის ანალიზს ევროპაში ჩავაბარებ

„მორიგი აბსურდის თეატრი გრძელდება ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან, სამწუხაროდ, სულ არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს, ვის რაში სჭირდება ამგვარი პროვოკაცია?

კახა კალაძემ გამოიჩინა თავისი სპორტული ჟინი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და უბრალოდ მივიდა და ყველას მოუწოდა ანალოგიური გაეკეთებინა, რათა საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს ყველას ერთად, ყველა კანდიდატს, მიუხედავად პოლიტიკური რადიკალურად განსხვავებული პოზიციებისა, პოპულარიზაცია გაეწიათ, როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის, ახალგაზრდობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ და ამის საპასუხოდ რას ვხედავთ?

იწყება სრული ისტერია, არ მივალთ, მივალთ, არ გვცალია ამისთვის…

სრული ისტერიაა, რაში სჭირდებათ ეს? ჩვენ ვერ ვხვდებით, მისი ნებაა პრინციპში, უნდა ჩააბაროს, უნდა ნუ ჩააბარებს ამ ნარკოტესტს და თუ რაიმე აღქმები შეიძლება მოყვეს ამას საზოგადოება თავად შეაფასებს.“-აღნიშნა გიორგი ამილახვარმა „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები