LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ჯარიმები ავტომანქანის მფლობელებისთვის

450
jarimebi

დედაქალაქის მასშტაბით დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები ამოქმედდება. ცვლილებების ინიცირება 25 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება 50 ლარით დაჯარიმდება. თუ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში იმოძრავებთ ან გაჩერდებით,  ჯარიმა 100 ლარი იქნება.

ამავე ცვლილებებით, ტრანზიტული ნომრის გარეშე მოძრაობისთვისაც ჯარიმის სახით 100 ლარს გადაიხდით. რაც შეეხება, ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე სხვა ტრანსპორტის პარკირებას, ისიც დასჯადია და ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.

კიდევ ერთი ცვლილება, რაც სავარაუდოდ, კანონში შევა, დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალებას იმ შემთხვევაში ეხება, თუ ის გამოყენებულია სამეწარმეო საქმიანობის მიზნით. ასეთ დროს მფლობელი 200 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაზე კი ჯარიმა – 400 ლარი იქნება.

კანონპროექტის თანახმადვე, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა 50 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

დედაქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის ან მისაბმელის დგომა სხვა კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე კი,
ჯარიმა – 500 ლარი იქნება. ცვლილებების ავტორები დეპუტატები ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი, გოჩა ენუქიძე არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები