LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კორონავირუსი პოტენციალს კარგავს – იტალიელი ექიმის დასკვნა

621
weekcovid19

ახალმა კორონავირუსმა თავისი ძალა დაკარგა და ნაკლებად საშიში გახდა – განაცხადა იტალიის ერთ–ერთმა წამყვანმა ექიმმა.

„ფაქტობრივად ვირუსი იტალიაში აღარც არსებობს,“ – დარწმუნებულია ალბერტო ძანგრილო, მილანის სან რაფაელის სახელობის საავადმყოფოს დირექტორი.

„როგორც უკანასკნელ 10 დღეზე დაკვირვებამ გვაჩვენა, სიტუაცია სტაბილურდება და ფატალური შედეგიც ძალიან იშვიათად დგება.“

იტალია COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. მთლიანობაში ქვეყანას 233 019 დადასტურებული შემთხვევა აქვს, დაღუპულთა რიცხვი კი 33 415 ადამიანია.

მაისის დასაწყისიდან სულ უფრო და უფრო ნაკლები შემთხვევები ფიქსირდებოდა, ამიტომ იტალიამ საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქებაც დაიწყო.

როგორც ექიმი ძანგრილო აცხადებს, ექსპერტებს ვირუსის მეორე ტალღა ძალიან აშინებდათ და ახალ რეალობასთან შეგუება ყველას ძალიან გაუჭირდა.

„ისევ ნორმალური ქვეყანა უნდა გავხდეთ და შიშში აღარ უნდა ვცხოვრობდეთ.“

მედიკოსს მთავრობის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან და ვირუსის დამარცხებაზე საუბარიც ნაადრევად ეჩვენებათ.

„იტალიელებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, სოციალური დისტანცია დაიცვან, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, ხშირად დაიბანონ ხელები და პირბადეც ატარონ. ვირუსი ჯერ–ჯერობით არსად გამქრალა და ისევ საფრთხეს წარმოადგენს.“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

თუმცა, ძანგრილო ერთადერთი ექიმი არ არის, ვინც ფიქრობს, რომ კორონავირუსი დასუსტდა. მის მოსაზრებას მატეო ბასეტი, გენუას ინფექციური საავადმყოფოს მმართველიც ეთანხმება.

„ვირუსი ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორც მაგალითად ორი თვის წინ. COVID-19 ძალიან დასუსტდა და ეს ფაქტია.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები